რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ რუსეთის ბირთვული დოქტრინა ცვლილებას საჭიროებს. კერძოდ, უნდა შემცირდეს ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დრო.
როგორც ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, აუცილებელია რომ ბირთვული დოქტრინა არსებულ რეალობას შეესაბამებოდეს.
„პრეზიდენტმა პუტინმა უკვე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა დოქტრინა არსებულ რეალობას მოერგოს. ეს მუშაობა მიმდინარეობს, ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა პესკოვმა.