ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ღუდუშაური ერთიანობის დეკლარაციაზე: იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე

დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე, - ასე ეხმიანება ,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები რეალურად კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობაა".

,,ესენი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა". არანაირი 6, 17, 4 და 5 პარტია არ არსებობს. იქ არსებობს ერთი ,,ნაციონალური მოძრაობა", დანარჩენი არიან თითო კაციანი პარტიები, რომლებსაც უბრალოდ სახელი აქვთ და მათ რეალურად აქვთ შიში იმისა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. გესმით, როგორი უთავმოყვარეო ძალა უნდა იყო, რომ საკუთარ პოლიტიკურ იდენტობაზე უარი თქვა და მიეკედლო მაგალითად, ,,ნაციონალურ მოძრაობას".

თქვენ ხედავთ სხვადასხვა სუბიექტების კომენტარებს, რომ თურმე ,,ნაციონალური მოძრაობა" არც ისე ცუდი ყოფილა. მანამდე როგორ ლანძღავდნენ, დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, რომ იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე, პოლიტიკური მომავლისთვის რაიმეს გაკეთების სურვილი. ეს არის ფაქტები და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაადვილდება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

6 ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ.