ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იონათამიშვილი: მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის" კლასტერს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძის განცხადებები ძალიან „ეტკინათ ნაცებს“ და დღეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა.

მისივე თქმით, „ნაცები“ ფეიკით ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას.

„თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში!

ამას მაშინვე მოყვა შესაბამისი რეაქცია და დღეს ნაცმოძრაობის ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა!

ამოცანა გვეკითხება, ნაცებს ძალიან ეტკინათ და ფეიკით აქეთ ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას თუ ამხელა ზესახელმწიფო რეაგირებს მართლა ასე სწრაფად ნაცების გაბანძებაზე?! მეორე შემთხვევაში, ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა ასე სწრაფად საიდან გაიგეს?

(თვითონ ამბობენ, მდინარაძეს ამჟამად ვიზა არა აქვს და წასვლას თუ ეცდება, მერე გაიგებს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცითო )

მე მაინც პირველი ვერსიისკენ ვიხრები“, - წერს რატი იონათამიშვილი.