ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჭიაბერაშვილი: სანქციები ვიღაცისთვის დაწესდება დღეს, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ დაწესებული სავიზი სანქციები შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს.

ჭიაბერაშვილის თქმით, აშშ-ში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

„იმ ადამიანის დასანქცირება, ვინც სჩადის გაუგონარ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, სანქციების დაწესება გარდაუვალია და ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს. ვიღაცისთვის დაწესდება დღეს, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.