ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ალავერდის მიტროპოლიტი: დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა საგანგებოა

დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა საგანგებოა. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი, - ამის შესახებ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი გუშინდელ სტიქიის შედეგებზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად მონასტრის შიდა ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

,,ყველა სახურავი არის დაზიანებული. გარდა ამისა, ქვემოდან როცა უყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალას ძალისა, იყო ძალიან დიდი. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა იყო მონასტრის შიგნით, თუ რა იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა- ნაგებობას", - აცხადებს მეუფე დავითი.

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტ სოფელ ალავერდში ძლიერი ქარიშხალი იყო.

კახეთში მომხდარი სტიქიის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსს გადახდილი აქვს გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები.