ივანიშვილის პარტიის წევრების ნაწილი უკვე დასანქცირებულია და სხვებიც იქნებიან სანქციების სამიზნე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უღალატა მთავარს და ეს არის ქართველი ხალხის პროევროპული არჩევანი.
„ივანიშვილის პარტიის წევრები უკვე დასანქცირებულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბევრ მათგანზე დაწესდა სამოგზაურო შეზღუდვები, ეს მუდმივი ძახილი თითქოს არ სჯერათ სანქციების არის უბრალოდ მცდელობა დეზინფორმაციის გამოყენებით საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ თითქოს და არაფერი იცვლება და დასავლეთი კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს იმის გამო, რომ ისინი ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საბოტირებენ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს. სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ მათი ნაწილი უკვე დასანქცირებულია და სხვებიც იქნებიან სანქციების სამიზნე იმიტომ, რომ ივანიშვილმა უღალატა მთავარს და ეს არის ქართველი ხალხის პროევროპული არჩევანი.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის განიხილავენ ფინანსური დახმარების შეჩერებას, პარალელურად, გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა.