სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარტია „ლელოს" გენერალური მდივანი დაზარალებულად ცნო. საქმე ეხება 16 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ირაკლი კუპრაძის დაკავებას, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო.
ირაკლი კუპრაძე დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, უწყებამ მაქსიმალურად იმუშავა და მოპოვებულია ყველა ვიდეო მტკიცებულება.
„სპეცრაზმელების ვინაობა ამ ეტაპზე დაუდგენელია, თუმცა არსებობს შესაძლებლობა რომ მათი ვინაობა დადგინდეს. ეს სპეცრაზმელები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები. წარმოუდგენელია მათი ყოფნა სამართალდამცავ უწყებაში, ეს იქნება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომ სადისტები სამართალდამცავ უწყებაში მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.