ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თალაკვაძე ოპოზიციას: თუ პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში

თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ, - ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საპალამენტო დებატებში ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამარჯვებული იყო.

,,თუ რამის თავი აქვთ და მართლა შეუძლიათ პრემიერ-მინისტრთან დებატებში ჩართვა, მოვიდნენ პარლამენტში და აჩვენონ ხალხს, რა შეუძლიათ. ერთი, რა კითხვებს დასვამენ და რა პასუხებს გასცემენ დებატებში. მაგრამ, პოლიტიკური ანგარიში რასაც აჩვენებს, აქამდე, ბატონი ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამარჯვებული იყო ამ რადიკალებთან, საპარლამენტო დებატებში. ალბათ, მაგიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომებს. მაინც, სხდომის წინ, რამდენიმე საათით ადრე, ჩვენ მოვუწოდებთ, თუ რამის თავი გაქვთ, მართლა დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ. სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული," - განაცხადა თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის მუშაობის ანგარიშით, პარლამენტის წინაშე, ხვალ წარდგება.