ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა, ტარებას გულისხმობს.