ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე დარღვევა დაადგინა და მთავრობას კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე საქართველო დარღვევა დაუდგინა.

კომიტეტმა მძიმე დარღვევები დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას, ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა, კომპენსაცია, რეაბილიტაცია, ხელახალი შეფასება და ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება მოსთხოვა.

გაეროს კომიტეტმა გადაწყვეტილება წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გამოიტანა.