ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ო'ბრაიენი: საქართველოში ლიდერები ბლოკავენ ევროატლანტიკური ინტეგაციისთვის საჭირო რეფორმებს

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, გაიმართა მოსმენა თემაზე „2025 ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტის მოთხოვნა ევროპისთვის“., სადაც ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ხელისუფლებები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც საჭოროა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისთვის.

ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ-ის დანახარჯების ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხმარდება, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი კონსოლიდაციის ისტორიული მოძრაობა იყო.

„ევროკავშირს შეთავაზებები ჰქონდა ცხრა ქვეყანასთან, როგორც გარკვეული მომავლის მქონესთან ევროკავშირში. ნატოსაც ჰქონდა დისკუსიები ამ ქვეყნების კავშირში გაწევრიანების ან მათთან დაახლოების შესახებ. ასეთი ქვეყნებიდან ზოგიერთში გარკვეულ რეაქციებს ვხვდებით, მაგალითად, საქართველოში, უნგრეთში, თუმცა, უნგრეთი უკვე არის ევროკავშირის წევრი. ასევე, ბოსნიაში და სხვა. აქ ელიტები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლადაა საჭირო. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს არ გაგრძელდეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს, ძალიან აქტიური იყოს ამ ტერიტორიებზე“,- განაცხადა მან.

მისივე თქმით,  „ქართული ოცნება” ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის როგორც რუსული კანონის მიღებით, ისე – ანაკლიის პორტის ასაშენებლად კონტრაქტის ჩინური კომპანიასთან გაფორმებით.

„საქართველოს კონსტიტუციის “ქართული ოცნების” პარტიის მიერ მიღებულ რედაქციაში წერია, რომ მათ სურთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი იყვნენ. ამ კვირაში ევროკავშირმა და ჩვენც არაერთხელ, საჯაროდ თუ პირისპირ, მივაწოდეთ მესიჯი, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, „უცხოელი აგენტის კანონი”, პორტის კონტრაქტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის, საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს", - განაცხადა ო’ბრაიენმა.