Reuters ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მ ისრაელს დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით, გამანადგურებელი იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები მიწოდების ვადებს არ ასახელებდნენ, საბოლოო მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში იარაღის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელისადმი ამერიკის სამხედრო დახმარება არ შემცირებულა“, - წერს Reuters.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ თემასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.