ქართული სპორტის ქომაგები ვაკის პარკიდან მესხის სტადიონამდე მსვლელობით მივლენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ქომაგები ვაკის პარკთან შეკრებას 21:00 საათიდან დაიწყებენ.
,,21:00 საათიდან (თბილისის დროით) ვიკრიბებით ვაკის პარკში, საიდანაც მსვლელობით მივალთ მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც კრისტალსპორტის ორგანიზებით კვლავ გაიმართება მატჩის დიდ ეკრანებზე ჩვენება",- წერია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.