საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.