საქართველოში აშშ-ის საელჩო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასპარეზობას ეხმიანება და წარმატებულ დებიუტს ულოცავს.
„ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში“, - წერს საელჩო.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დაფიქსირდა.