კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. ობოლონის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევები მაღალსართულიან კორპუსს დაეცა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ხანძარი გაჩნდა და დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განმარტებით, დაშავებულები არიან - 4 ქალი, 11 წლის ბავშვი და ერთი მამაკაცი. ერთი მოხუცი ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.