საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ათენის სამხრეთ აღმოსავლეთით ტყეში ცეცხლი ათეულობით ჰექტარს მოედო. ხანძრის გამო სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებდა, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
შემთხვევის ადგილზე 78 მეხანძრე-მაშველი და 26 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა. ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.