ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინაში დააკავეს პირები, რომლებიც რადის შენობაში შეჭრასა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას გეგმავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა პირები, რომლებიც უზენაესი რადის შენობაში შეჭრასა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას გეგმავდნენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაკავებულები, აპირებდნენ გამოეცხადებინათ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალაუფლებიდან ჩამოშორების შესახებ და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა დაებლოკათ.

სამართალდამცველების ცნობით, დაჯგუფებას მეთაურობდა ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც 2015 წლიდან ანტიუკრაინული აქციებით არის ცნობილი. ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს კავშირი მოსკოვთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ.