პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი, კიოლნში, სადაც გუშინ საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, დაღესტნელ ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდნენ.
აღნიშნულის შესახებ ფოტო გუშინ კახა კალაძემ თავად გაავრცელა.ისინი საქართველო-ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩსაც დაესწრნენ.
ქართული მედია ვარაუდობს, რომ საქმე, შესაძლოა, სპორტსმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ეხებოდეს.
დღეს ტელეგრამარხმა Mash-მა გაავრცელა ინფორმაცია ნურმაგომედოვის ანგარიშების დაყადაღების შესახებ. მათივე ცნობით, ნურმაგამედოვს საგადასახადო სამსახურის მიმართ 297 მლნ რუბლის (დაახლოებით ნახევარი მლნ დოლარის) დავალიანება ჰქონდა. ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა და აღნიშნულ ამბავს არც თვითონ სპორტსმენი გამოხმაურებია.
ნურმაგომედოვმა UFC-ს ჩემპიონობა 2018 წელს მსუბუქ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მისი ბოლო ორთაბრძოლა 2020 წელს ჯასტინ გეიჯთან შედგა. ამის შემდეგ კი კარიერა დაასრულა.