ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მცენარე, რომელსაც მარსზე გადარჩენა შეუძლია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მცენარე, რომელსაც მარსზე გადარჩენა შეუძლია.

ჩინელი მეცნიერების თქმით, ხავსს, რომელიც ძირითადად ანტარქტიდასა და მოხავეს უდაბნოში ხარობს, შეუძლია გაუძლოს ისეთ პირობებს, როგორიც მარსზეა შექმნილი - მათ შორის გვალვას, რადიაციის მაღალ დონესა და ძლიერ ყინვას.

კერძოდ, კვლევების შედეგად გაირკვა, რომ უდაბნოს ხავსმა რეგენერაცია განიცადა მას შემდეგაც კი, რაც ხუთი წელი მინუს 80 გრადუს ტემპერატურაში, 30 დღე კი მინუს 196 გრადუს ტემპერატურაში გაატარა, ასევე რეგენერაცია შეძლო 7-დღიანი დასხივების შემდეგ.

მკვლევარების განცხადებით, უდაბნოს ხავსს შეუძლია, ხელი შეუწყოს წითელ პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობას.