დღეიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტა.
საპატრიარქოს განცხადებიოთ, ამის მიზეზი არის ის, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში გადადის.
„გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას“, - აცხადებენ საპატრიარქოში.