ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბლინკენი: ჩინეთი პირდაპირ არ აწვდის შეიარაღებას რუსეთს, მაგრამ აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში ომი გაგრძელდეს

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთი ახორციელებს ინვესტიციებს რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში, რაც ხელს უწყობს უკრაინაში ომის გაგრძელებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩინეთი პირდაპირ არ აწვდის შეიარაღებას რუსეთს, მაგრამ აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში ომი გაგრძელდეს. რუსეთის მიერ იმპორტირებული დანადგარების 70% და მიკროელექტრონიკის 90% ჩინეთზე მოდის. ამ ყველაფერს შემდეგ ვხედავთ ტანკებზე, შეიარაღებაზე, რაკეტებზე... ევროპისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ კონფლიქტში ცეცხლზე ნავთის დასხმით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს სწორედ ჩინეთი თამაშობს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.