ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესზე მონიტორინგი მკაცრდება.
„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, ცენტრი, რომელიც ლოიალურად მიუდგება ავტომობილის ხარვეზს, დაჯარიმდება.
მისივე თქმით, იზრდება ტექინსპექტირების ფასიც. 60 ლარის მაგივრად მოქალაქეებს, 90 ლარის გადახდა მოუწევთ. სავარაუდოდ რეგულაცია 2025 წლიდან ამოქმედდება.
გიორგი შიოლაშვილის თქმით, ამ საკითხის გამკაცრება პრევენციის მიზნით ხორციელდება. საკანონმდებლო ორგანომ საკითხი პირველი მოსმენით უკვე განიხილა.