ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფება.
უკვე რამდენიმე საათია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განიცადა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
შემთხვევა ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს მოხდა, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი.