უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი თავის ყველა ქმედებით ცდილობს, როგორმე დაყოს, დაუპირისპიროს, მათ შორის ახალგაზრდები ერთმანეთს.
„არ მიგვაჩნია ჩვენ, ორგანიზატორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც საქართველოში გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა, პირიქით, თავის ყველა ქმედებით ცდილობს, როგორმე დაყოს, დაუპირისპიროს, მათ შორის ახალგაზრდები ერთმანეთს და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ფიცის დადების დროს ისეთი რადიკალიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რომელიც წინააღმდეგ არის მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესის და აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომ არ დაეპატიჟებინა სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე", - თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს - პერსონალსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.