ქართველი გულშემატკივრები „სასწაული“ ევროს შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებს დახვდნენ, – ასე ეხმიანება Reuters-ი ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიას, რომელიც თბილისში გამართულ მსვლელობას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
როგორც სააგენტო წერს, ათასობით გახარებული ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბა თბილისის ცენტრალურ მოედანზე, რათა მისალმებოდა ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს.
„ხვიჩა კვარაცხელიასა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის წინამძღოლობით ევროზე წარმატებული დებიუტის შემდეგ ბევრი ქართველი ახლა იმედოვნებს, რომ მათმა პატარა ქვეყანამ მომავლის საფეხბურთო რუკაზე საკუთარი ადგილი დაიკავა“, – წერს Reuters-ი.