დღეს საქართველოს სუპერთასის ფინალი გაიმართება. ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის ,,დინამო“ და ქუთაისის ,,ტორპედო“ დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 21 საათზე დაიწყება. მესამე ადგილისთვის მატჩს უმასპინძლებს ბათუმის ,,აჭარაბეთ არენა“, მატჩი 20 საათზე დაიწყება, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ბათუმის,,დინამო“ და ,,იბერია“ დაუპირისპირდებიან.