„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადასტურდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისია იქნება.
ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ არჩევნებზე მოქალაქეების ხმები მაქსიმალურად იქნება დაცული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმის რისკებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება. გარდა სადამკვირვებლო მისიისა, თითოეული მოქალაქის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, თითოეული პარტიის აქტიურობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კარგია იცოდნენ, რომ ამ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იქნება ძალიან ძლიერი და,შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ხმები მაქსიმალურად იქნება დაცული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.