ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვაჟა სირაძე: არანაირი სანქცია და შეზღუდვა არც ერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ სანქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ არანაირი სანქცია და შეზღუდვა მასთან არ მოსულა.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა აქვს და ეს ყოველდღიურად გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა აქვს აშშ-თან, ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება.

რაც შეეხება დასანქცირებას, ამის შესახებ ინფორმაცია, არც მე და, არც რომელიმე ძალოვანს ოფიციალურად არ მოგვსვლია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას გარკვეული ტელევიზიები დარწმუნებით ავრცელებენ. როგორც ყოველთვის მათი მიზანია, პოლიციელების დისკრედიტაცია, ამ მეთოდებით.

არანაირი სანქცია და შეზღუდვა არც ერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა“,- განაცხადა სირაძემ.