საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.
ამ დროისთვის, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ პირს ვიქტორ ახალბედაშვილს უსმენს.
გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.