გაერთიანებაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, ორი წლის წინ პირველებმა დავაფიქსირეთ აზრი. ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია არჩევნებზე გასვლას თავისი პარტიული ნომრით, პარტიული პროგრამით და ამოცანებით გეგმავს.
,,მივესალმებით ყველა დემოკრატიული, ევროპული სტილის სტრუქტურის და ამოცანების მქონე პარტიის შექმნას. არის გარკვეული რისკები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებებზე საუბრობს, ცენტრის შექმნაზე, საერთო სიებზე განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს და ამ დროს ახალი პარტიის წარმოქმნა გარკვეულწილად რაღაც განცდებს ქმნის. ისე არ მოხდეს, რომ ოპოზიციური ხმები ძალიან დაიქსაქსოს და ამით ჯამში დააზიანოს ამოცანა, მაგრამ არამგონია, ეს მოხდეს. გაერთიანებაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ ორი წლის წინ პირველებმა დავაფიქსირეთ აზრი. ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით. არჩევნებზე გავდივართ ჩვენი პარტიული ნომრით, პარტიული პროგრამით და ამოცანებით. ჩვენი წითელი ხაზებიც იცის საზოგადოებამ და დანარჩენად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ვითანამშრომლებთ ვისაც ამის სურვილი და ინტერესი ექნება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.