„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება და „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს მათი „ერთგული თანამდებობის პირების დანიშვნას“.
„სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს და ცდილობს, რომ მისი ერთგული თანამდებობის პირები დანიშნონ. გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურაც, სწორედ, ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ მოვუწოდებდით და კვლავაც მოვუწოდებთ, რომ კანდიდატებმა არ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ის ლეგიტიმურობას მოკლებულია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.