ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ვასილ ნაყეურს პირადად გადასცა.

„ვასილ ნაყეური არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობდა, რომელმაც მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო ,,ევროპა ნოსტრა“ 2024 წლის 30 მაისს მოიპოვა.

ცერემონიაზე საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის „ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ - წარმატებით ჩართულობასა და მონაწილეობისათვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიგელებით დაჯილდოვდნენ ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ფონდის“, ფრანგული მხარის, ორგანიზაცია ,,რამპარის“, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციის 40 - მდე მოხალისე.

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.

„პროექტი „მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია“ საქართველოში 2021-2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), “რამპართან” (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (‘Ducal Tower in Siedlecin’, პოლონეთი) - მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფონდ “ალიფის” (ALIPH Foundation) მიერ“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.