ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს მხოლოდ ყველა მიზნის მიღწევის შემდეგ.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად „ჰამასთან“ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში ჯგუფის გაგზავნას განიხილავს.
სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ ბაიდენს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განუცხადა, რომ „აშშ-ის გარეშე მსოფლიოში თავისუფლება არ არსებობს“, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ „ისრაელის გარეშე მსოფლიოში ებრაელებისთვის უსაფრთხოება არ არსებობს“.