დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიის დამარცხება აღიარა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.
სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსერვატორების მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს და მათთვის ბრიტანელების ვერდიქტი გამოსაფხიზლებელი იქნება.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ რომ მოუთმენლად ელის, გააგრძელოს მათ სამსახურში ყოფნა.
გაერთიანებულ სამეფოში 4 ივლისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თემთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ოპოზიციაში იყო.
ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა, ოფიციალურად ცნობილია, რომ 650 ერთმანდატიანი ოლქიდან ლეიბორისტებმა უკვე გაიმარჯვეს 347-ში, რაც ნიშნავს, რომ თემთა პალატაში უმრავლესობა ექნებათ.