ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პუტინი დარწმუნებულია, რომ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება გულწრფელად სურს

ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა.

რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპის განცხადებებს გულწრფელი უწოდა და აღნიშნა, რომ კრემლი ამ საკითხს სრული სერიოზულობით ეკიდება.

კრემლის ლიდერი ასევე გამოეხმაურა ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გამართულ დებატებს და განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნის შიდა საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

„დონალდ ტრამპი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ მზადაა და სურს, უკრაინაში მიმდინარე ომი დაასრულოს. ჩვენ ამას სერიოზულად ვუყურებთ. მე არ ვიცი, როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას, მთავარი კი სწორედ ესაა. თუმცა მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამას გულწრფელად ამბობს“, - განაცხადა პუტინმა.