ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, სავიზო სააპლიკაციო ცენტრი აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა

ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, სავიზო სააპლიკაციო ცენტრი აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა. ინფორმაციას წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.

ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“, - აცხადებენ საელჩოში.