იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს 10 წელიწადში უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვაშინგტონის სამიტის წინ სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა ნატოს წევრ ქვეყნებს, უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობა გაზარდონ.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო 10 წელიწადში ალიანსი გაფართოვდება და უკრაინა ნატოს წევრი გახდება. რაც შეეხება ომს, რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ომი, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.