ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თამარ კორძაია ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე: მათ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში

პირველი, რაც მათ აღნიშნეს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში - მათ ცალსახად თქვეს, რომ “ქართულ ოცნებას“ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში სანდო პარტნიორის რეპუტაცია არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მართავს „ქართული ოცნება“ ქვეყანას. მათი ჩამოსვლა არის საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, რასაც „ქართული ოცნება“ გააფთრებული ეწინააღმდეგება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქართველოში გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, აგრეთვე ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მათთან შეხვედრას „ქართული ოცნება“ არ დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 13-14 მაისი ვიზიტისთვის კარგი დრო არაა.