ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინის საგარეო მოსკოვში ორბანის ვიზიტზე: პრინციპი - „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ ურყევია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვიზიტი უკრაინასთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.

„ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვას იგი“,- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, შვეიცარიაში გამართულმა მშვიდობის პირველმა გლობალურმა სამიტმა, რომელშიც უნგრეთმაც მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ასზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია მშვიდობის ხედვას იზიარებს, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პატივისცემაზე.