საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება „ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადებას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, „აგენტების კანონის“ მიღებით ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს.
„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს … ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“,- წერს პრეზიდენტი.