მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, დამარწმუნოს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეიბისისითან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი გადაღლილობა იყო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სჯერა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობების შესასრულებლად საჭირო გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს და ასე რომ არ ფიქრობდეს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ამავე ინტერვიუში, ბაიდენმა უარი თქვა, ჩაიტაროს „კოგნიტური ტესტი“ და მისი შედეგები გაასაჯაროოს.
ბაიდენი: მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, დამარწმუნოს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო
![](/uploads/posts/2024-07/31dac006c4_1716455311.jpg)