რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის.
„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს", - აღნიშნა რომის პაპმა.