ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„იმედის“ ინფორმაციით, ო’ბრაიენს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს

დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი ჩამოდის და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შედგება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და ჯეიმს ო'ბრაიენს შორის. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს, რის შემდეგადაც ივანიშვილი გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალების კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს", - 17:00 საათზე, „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება ამ ინფორმაციით დაიწყო.

ინფორმაცია ტელეკომპანიამ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა, თუმცა ის გარკვეული დროის შემდეგ წაშალეს.

„იმედის“ ინფორმაციით, ო’ბრაიენს  ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს