ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძის თქმით, ხვალ პარლამენტი „აგენტების კანონს“ მიიღებს

ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და III მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა.