ახალი პოლიტიკური პლატფორმის - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა.
TV 24-ის ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა და სიას 4 დამოუკიდებელი პოლიტიკოსი შეუერთდა.
წევრებს შორის არიან: პოლიტოლოგი - გია ჯაფარიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი - თამარ კორძაია, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი - სოფო ჯაფარიძე, ლიტერატურათმცოდნე - ლაშა ბაქრაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი - არმაზ ახვლედიანი, ენმ-ის წევრები - ირაკლი ფავლენიშვილიდა ლაშა დიაროვი, ასევე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი- გიორგი ვაშაძე.
თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.