ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა მტკიცებულებები იმისა, რომ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს რუსეთის მიერ გაშვებული X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა მოხვდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა მტკიცებულებები იმისა, რომ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს რუსეთის მიერ გაშვებული X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა მოხვდა.

გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე რაკეტის რამდენიმე ნამსხვრევი აღმოაჩინეს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული დარტყმა, რაზეც მიანიშნებს არა მხოლოდ ადგილზე აღმოჩენილი ნამსხვრევები, არამედ ფრენის ტრაექტორიის ანალიზი, დაზიანებების ხასიათი და უამრავი ფოტო-ვიდეო მტკიცებულება.

კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია - ბოლო მონაცემებით, რუსეთის გუშინდელ იერიშს 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი ემსხვერპლა.