ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სამი ოპოზიციური პარტია - „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდნენ

სამი ოპოზიციური პარტია - „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“  გაერთიანდნენ და მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.

„ახლის“ ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა „არ იკეტება ამით პროცესი და, ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება“.

„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის. დღევანდელი განაცხადის შემდეგ ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ წავიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა წინ. მინდა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ გაერთიანებაში არის და არ არის ერთიან საქმეში, ვუსურვო წარმატება. ეს ჩვენთვის ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთობა ემყარება პრინციპებს: საქართველოს დასავლური საზოგადოების წევრობა, არ თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არცერთი ფორმით და ოპოზიციური კოორდინაცია, ერთმანეთზე თავდაუსხმელობა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, პარტიები დღეიდან ერთიან კამპანიას დაიწყებენ.