ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რუსული ძალების მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემზარავია.
მედიის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმა ეს განცხადება პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.
„იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გააჩნია ჰუმანურობა, გული შესტკივა, როდესაც ასეთ დანაკარგს ხედავს. შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ“, - განაცხადა მოდიმ.