საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმიანება.
მისი თქმით, ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას.
„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც „ნაცები“, ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა – ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.
ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.
ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.